თენგიზ ცერცვაძე პრეზიდენტს - მივესალმები თქვენს გადაწყვეტილებას, ჩაგეტარებინათ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ღია ეთერში

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ჩაეტარებინა COVID-19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ღია ეთერში.

„ქალბატონო სალომე, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ საიუბილეო თარიღს! დიდია თქვენი როლი ახალი დემოკრატიული საქართველოს მშენებლობასა და მის საერთაშორისო აღიარებაში.

მივესალმები თქვენს გადაწყვეტილებას, ჩაგეტარებინათ COVID-19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ღია ეთერში.

COVID-19 21-ე საუკუნის უდიდესი გამოწვევაა და მასთან გამკლავება აუცილებელი პირობაა, რათა საქართველო რაც შეიძლება ჩქარა დაუბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ პირობებს. პანდემიის დამარცხება კი შეუძლებელია მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციის გარეშე.

დღეს ქვეყანაში შეიმჩნევა COVID-19- ის ვაქცინაციისადმი ნდობის დეფიციტი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს შედარებით მოკლე დროში ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის შესაძლებლობას. ამ პირობებში უდიდესია თქვენი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის პირადი მაგალითის მნიშვნელობა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ის დიდად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი აზრისა და მოსახლეობის მობილიზებას საყოველთაო ვაქცინაციისთვის, რაც საბოლოო ჯამში პანდემიის დამარცხებისა და ქვეყნის წარმატებული განვითარების აუცილებელი წინაპირობაა“, - ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა