აკაკი მინაშვილი - 20 მარტის აქცია დღის წესრიგშია

20 მარტის აქცია დღის წესრიგშია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, აქციასთან დაკავშირებით დეტალები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

„კონკრეტულად აქციასთან დაკავშირებით დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებ. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ საპროტესტო აქტივობები, ქუჩის აქტივობები იქნება ინტენსიური, აქტიური და გაგრძელდება. სამწუხაროა, რომ ერთ- ერთი ენა, რომელიც დღეს ხელისუფლებას ესმის, ქუჩის საპროტესტო აქტივობებია. ეს გაგრძელდება. ეს პროცესი გაგრძელდება და იქნება თანხვედრა ორი პროცესის - მეგობრებთან მუშაობა და საპროტესტო აქტივობები. ადამიანებს ამ ქვეყანაში აქვთ ყოველდღიური პრობლემები. ადამიანებს აქვთ სურვილი გამოხატონ პროტესტი. ჯერჯერობით, სხვა გზა პრობლემების გადაჭრია არ არის. ამიტომაა ხელისუფლების მხრიდან გონივრული ნაბიჯი, რომ დათანხმდეს რიგგარეშე არჩევნებს, რომ ეს პროტესტი ვადამდელ არჩევნებზე გამოიხატოს. თუ ხელისუფლება ამას არ ეთანხმება, ბუნებრივია, პროტესტი იქნება ქუჩაში, ფართო და კიდევ გაფართოვდება და ინტენსიური გახდება",- განაცხადა მინაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს