ამირან გამყრელიძე - ეპიდსიტუაცია სტაბილურია, მაგრამ რისკი იმისა, რომ გაუარესდეს, ნამდვილად არის

სტაბილურია ეპიდსიტუაცია, ერთ დონეზე ვრჩებით უკვე ორ კვირაზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ რისკი იმისა, რომ გაუარესდეს ეპიდსიტუაცია, ნამდვილად არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნა, ეპიდსიტუაცია მაინც მართვადია და ჯანდაცვის სექტორზე დიდი ზეწოლა არ მოდის.

„ბოლო თვეების განმავლობაში ეპიდსიტუციის გაუმჯობესება გრძელდება, ახალ შემთხვევათა რაოდენობა მერყეობს 200- დან, დაახლოებით, 500-ის ფარგლებში, ინციდენტობა ანუ ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე ბოლო 14 დღის განმავლობაში გვაქვს 8,8% და ბოლო შვიდი დღის განმავლობაში - 9,2%. ასევე, დადებითობის მაჩვენებელი დღევანდელი დღის არის 1,55%, ბოლო 7 დღის - 1,33%, 14 დღის - 1, 53%, მარტში, ასევე, სტაბილურად არის 1,55% და ბოლო 30 დღის 1,6%, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული შემსუბუქებები იყო, ჯერჯერობით მაინც ეპიდსიტუაცია მართვადია ანუ ჯანდაცვის სექტორზე დიდი ზეწოლა არ არის,“- განაცხადა გამყრელიძემ.

მან, ამასთანავე, აღნიშნა, რომ ქვეყანაში პირბადეების ტარების მაჩვენებელი 43%-მდე ჩამოვიდა. გამყრელიძის განცხადებით, სასურველია, რომ ეს მაჩვენებელი იმ დონემდე მაინც ავიდეს, რაც ქვეყანაში პირველ ეტაპზე დაფიქსირდა ანუ 72-75%-ზე.

„სამწუხაროდ, ძალიან დაეცა პირბადის ტარების მაჩვენებელი, რაც პროგნოზულად არის ცუდი, ეს არის მომატებული რისკი ეპიდსიტუაციის გაურესების, მითუმეტეს, შემსუბუქებების ფონზე, ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გავამახვილოთ ყურადღება პირბადის ტარების მაჩვენებელზე, რომელიც გვაქვს 43% ბოლო მონაცემებით და სასურველია, რომ ეს მაჩვენებელი გაიზარდოს იქამდე, რაც გვქონდა პირველ ეტაპზე - 72-75%-მდე. რისკი იმისა, რომ გაუარესდეს ეპიდსიტუაცია ნამდვილად არის, ამიტომ მეტი მოწოდება მოსახლეობას, რომ დავიცვათ ის რეკომენდაციები რაც არის,“- განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო