სემეკი ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების საქმიანობის შემოწმებას იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ კომპანიებს შეამოწმებს. კერძოდ, სემეკის წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან, თუ რამდენად შეესაბამება კომპანიის საქმიანობა სალიცენზიო პირობებს, დააკვირდებიან საცალო მომხმარებელზე გაწეული მომსახურებისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვის პროცესს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, პირველ ეტაპზე შემოწმდება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი 9 კომპანია. კერძოდ, მიმდინარე წლის 29 მარტიდან 29 აპრილის ჩათვლით სემეკის მიერ შემოწმდება შპს „აკრიანი 2006“-ი, შპს „გაზტრანს სერვისი“, შპს „გაზმშენი, შპს „ჩირაღდანი“, შპს „მამედი“, შპს „გამა“, შპს „დი-ვი-ეს“-ი, შპს „გოგოჭური და კომპანია“ და შპს „ენერგია +“.

„სემეკის მიერ კომპანიების შემოწმების საფუძველს წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც კომისია უფლებამოსილია გააკონტროლოს ლიცენზიატების მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული მოთხოვნების შესრულება, მათ შორის, შევიდეს კომპანიაში და მოითხოვოს დოკუმენტაცია“,- აღნიშნავენ სემეკში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა