შალვა პაპუაშვილი - პლებისციტს გავიხილავთ აბსურდად

პლებისციტს გავიხილავთ აბსურდად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია არჩევნების საკითხზე მედიაციის პროცესში პოზიციების დაახლოება, პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ მთავარი პრინციპია, რომ მიზეზის გარეშე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა არის სახელმწიფოს ინტერესის საწინააღმდეგო.

„პლებისციტს გავიხილავთ აბსურდად. მსჯელობა როცა საჯარო იყო, ჩვენ ვამბობდით, რომ უმიზეზო რიგგარეშე არჩევნები არ შეიძლება ვინმეს ინტერესში იყოს. მიზეზს რაც შეეხება, ყველაზე კარგი და მათ შორის, ჩვენი ოპონენტების სასარგებლო წინადადება ჩვენ გავაკეთეთ. როგორც ადამიანურ ურთიერთობებში ისე სამართლებრივად მოქმედებს პრინციპი, რომ ის ვინც აცხადებს პრეტენზიას, მან უნდა ამტკიცოს ამ პრეტენზიის ვალიდურობა. თუკი ვინმე ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ეს არჩევნები გაყალბდა. ვთქვათ ვერ შეძლეს ამის დამტკიცება, ვინაიდან იმდენი ინსტრუმენტი არ ჰქონდათ - გამოძიება და ა.შ. ჩვენ შევთავაზეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 4000- ვე ოქმს მოაწერეთ ხელი, აქ არის საგამოძიებო კომისია და გაქვთ ყველანაირი ინსტუმენტი, ჩათვალეთ, რომ ეს კომისია არის ერთი პროკურატურა და სასამართლოც იქვე, ასეთი ძალაუფლევის მქონეა, ვუთხარით რომ მობრძანდით, გამოიძიეთ, თავად უხელმძღვანელეთ ამ პროცესს და თუკი 1%- პროცენტიან სხვაობას მაინც დაადგენთ, ჩვენ მზად ვართ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

რაც შეეხება მიმდინარე მედიაციას, ვაცადოთ შიგნით რა მოხდება, მაგრამ მე გითხარით მთავარი პრინციპი - სამართლიანობა, სიმართლე. მთავარი პრინციპია, რომ მიზეზის გარეშე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა არის სახელმწიფოს ინტერესის საწინააღმდეგო,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდის პოზიცია სამართლიანობაზეა დამყარებული და იმედი აქვს, რომ მოლაპარაკება წარმატებული იქნება.

„ადრე თუ გვიან, ვინც არ უნდა იყოს მოლაპარაკების მონაწილე წარმოუდგენელია, არ მოუწიოს იმაზე დათანხმება, რაც არის სიმართლე და რაც ქვეყანას სჭირდება, ეს დროის საკითხია, ვინ როდის გააცნობიერებს. საკითხები, რომელზეც ვსაუბრობთ, ქვეყნისთვის საჭიროა,"-განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს