ამირან გამყრელიძის განცხადებით, დილის მონაცემებით 3054 მედიცინის წარმომადგენელია აცრილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი დილის მონაცემებით 3054 მედიცინის წარმომადგენელი არის აცრილი. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაცია თანდათან გაიზრდება და ასევე ქვეყანაში ახალი ვაქცინის შემოტანა იგეგმება.

„დღევანდელი დილის მონაცემებით აცრილია 3054 მედიცინის მუშაკი. ჯერჯერობით არ არის დიდი აქტივობა, მაგრამ საკომუნიკაციო კამპანია და ასევე სხვა მხრივ ეს მდგომარეობა თანდათან „იქოქება“ და ვაქცინაცია თანდათან გაიზრდება. დღეს განვიხილეთ სხვადასხვა ვაქცინის შემოტანა და 22 მარტის კვირაში ეგეგმება, წინასწარი რიცხვით ჩვენ ვიცით დაახლოებით 26-ში, ფაიზერის გარკვეული ლიმიტირებული 29 000 დოზის შემოტანა. ასევე, საუბარია ინდოეთში მოლაპარაკებების გარკვეულად დასრულებაზე. ასევე, დასრულდა მოლაპარაკებები „სინოფარმთან“ , (ანუ ჩინურ ვაქცინასთან, რომლითაც ჩინეთის მოსახლეობა არის აცრილი), მისი გარკვეული დოზების შემოტანის კუთხით. მოგეხსენებათ „სინოფარმს“ და „სინოვაქს“ ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია, მაგრამ „სინოფარმს“ აქვს ევროპული ქვეყნის ავტორიზაცია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო:ამირან გამყრელიძის განცხადებით, დილის მონაცემებით 3054 მედიცინის წარმომადგენელია აცრილი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა