აკაკი მინაშვილი - „ქართული ოცნების“ რიტორიკა ძალიან აგრესიულია და ბუნებრივია, მოლაპარაკებას არ უწყობს ხელს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, მას „ქართული ოცნების" რიტორიკიდან და ქცევიდან გამომდინარე, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ლიდერების დღევანდელი შეხვედრიდან არავითარი მოლოდინი არ აქვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„არავითარი მოლოდინი არ მაქვს, იქიდან გამომდინარე, რა რიტორიკა გააჩნიათ და როგორ იქცევიან ჩვენი ოპონენტები „ქართული ოცნებიდან". მათ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ. რიტორიკა ძალიან აგრესიულია და ბუნებრივია მოლაპარაკებას არ უწყობს ხელს. მე, ჯერჯერობით, მათში ვერ ვხედავ ხედვას, იმაზე, რომ მათ აქვთ სურვილი ქვეყანა მძიმე კრიზისიდან გამოიყვანონ. თუ „ქართული ოცნების" რომელიმე წარმომადგენელს თუნდაც აქვს იმის ნატამალი გაითვალისწინოს ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნის ინტერესები, ისინი პოლიტპატიმრების გამოშვებასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას დათანხმდებიან. მარტივად რომ შევხედოთ. პირველ რიგში, ყველა აღიარებს, რომ ქვეყანაში არის კრიზისი და კრიზისი უნდა გადაიჭრას ასე - გამოვიდნენ პოლიტპატიმრები, ნიკა მელია და გიორგი რურუა, დასრულდეს პოლიტიკური დევნა ქვეყანაში, შემდეგ უნდა ჩატარდეს მნიშვნელოვანი საარჩევნო და სასამართლო რეფორმა. ამას უნდა მოყვეს სწრაფი ვადამდელი არჩევნები. ეს არის კრიზისის გადაწყვეტის გზა. ერთი შეხვედით მარტივია. ისინი არ ფიქრობენ ქვეყანაში ვითარების გამოსწორებაზე და ფიქრობენ ძალაუფლების შენარჩუნებაზე. ამიტომ არიან ვადამდელი არჩევნების უარზე. ეშინიათ, ფიქრობენ, ალბათ მართებულადაც, რომ ამ არჩევნებში წააგებენ", - განაცხადა მინაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო