ლევან დავითაშვილი - ჩვენ გვექნება სრულყოფილი, ხარისხიანი მეტეოროლოგიური ინფორმაცია

ჩვენ გვექნება სრულყოფილი, ხარისხიანი მეტეოროლოგიური ინფორმაცია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მინისტრის ინფორმაციით, 2020 წელს ქუთაისში თანამედროვე რადარი დამონტაჟდა.

“ეს არის ყველაზე თანამედროვე სისტემები, ყველაზე თანამედროვე მოწყობილობა იმისთვის, რომ ზუსტი მეტეოროლოგიური ინფორმაცია გვქონდეს, რომელიც მთლიანად დასავლეთ საქართველოს ფარავს. უკვე მიმდინარე წელს, დაგეგმილია ქალაქ თბილისთან, შიდა ქართლის ტერიტორიის, დიდწილად ქვემო ქართლისა და ასევე, სამცხის მეტეოროლოგიური მონაცემების დამუშავებისთვის, ასეთივე თანამედროვე რადარის განთავსება.

შეგახსენებთ, რომ ჩვენ კახეთში გვაქვს თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარი და ამ სამი რადარის ინფორმაცია, ფაქტობრივად, დაფარავს მთლიან საქართველოს. ჩვენ გვექნება სრულყოფილი, ხარისხიანი მეტეოროლოგიური ინფორმაცია, როგორც პრევენციული ღონისძიებებისთვის, ისე ინფრასტრუქტურისთვის, სოფლის მეურნეობისთვის და სხვა მიმართულებებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი; ჩვენ გვექნება ამინდის პროგნოზის ძალიან ზუსტი სისტემა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პარლამენტში, „“მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დრო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა