ლევან დავითაშვილი - აგროდაზღვევის პროგრამას ყოველ წელს ვაუმჯობესებთ

ყოველ წელს ვაუმჯობესებთ აგროდაზღვევის პროგრამას - დღეს ძალიან ახლოს ვართ საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრმა აგროდაზღვევის პროექტის მნიშვნელობაზე პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა.

“სისტემურ რეფორმებში არ შეიძლება არ აღინიშნოს აგროდაზღვევის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში, იცით, რომ 4 ძირითადი სტიქიური მოვლენისგან არის დაზღვეული მოსავალი. პროგრამა არ ფარავს ყველაფერს, თუმცა, სამინისტროს მომზადებული აქვს აგროდაზღვევის განვითარების სტრატეგია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რაიმე წარმატებული, კონკრეტული ერთი ქვეყნის მაგალითი, რომელიც შეიძლება აიღოს ვინმემ და გაიმეოროს, არ არსებობს. ჩვენ, წლების განმავლობაში, გავაკეთეთ დეტალური შესწავლა. ყოველ წელს ვაუმჯობესებთ აგროდაზღვევის პროგრამას და დღეს ძალიან ახლოს ვართ საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან, რომელიც წარმატებულ ქვეყნებშია, ისეთები როგორიც არის ესპანეთი, თურქეთი და ასე შემდეგ. აგროდაზღვევის ქართული მოდელი წარმატებულია, თუმცა საჭიროებს კიდევ უფრო დახვეწას. ამ კუთხით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს. შესაძლებლობები, რომელიც კერძო კომპანიებს აქვს, განსავითარებელია და, რა თქმა უნდა, მოსამზადებელია შესაბამისი კადრები, ახალი სისტემებია შესაქმნელი და ეს ყველაფერი ჩვენ ახალ სტრატეგიაში გვაქვს ასახული, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს მომავალში გვექნება კერძო სადაზღვეოებთან, მარეგულირებელთან და სადაზღვევო ასოციაციასთან ერთად“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, “მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დროს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს