ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე დაკავებულ პოლიტიკოსს, გოგი წულაიას ბრალდება დაუმძიმდა. პოლიტიკოსს ბრალდება ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ წაუყენეს. ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მხულით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს.
დაკავებულის მიმართ აღკევთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა გოგი წულაია გუშინ დააკავეს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობდა. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.