ლევან დავითაშვილი - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა ბოლო წლების გამოწვევა იყო, რომელიც ქვეყანამ, წარმატებით დაძლია

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა ბოლო წლების გამოწვევა იყო, რომელიც ქვეყანამ, ვფიქრობ, წარმატებით დაძლია, - აღნიშნული შეფასება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა, რომელსაც “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

დავითაშვილის განცხადებით, საქართველომ, ფიტოსანიტარული კუთხით, შეიძინა ის შესაძლებლობები, რომელიც ადრე არ ჰქონდა.

“დღეს, ფიტოსანიტარული სამსახური, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში და, არა მხოლოდ, ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ დიდმა გამოწვევამ განაპირობა, დიდი ინვესტიციები განგვეხორციელებინა ამ მიმართულებით და, დღეისათვის, ჩვენი მიდგომები წამყვანი ქვეყნების მიერ - ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ევროპის ბევრი ქვეყანა, აღიარებულია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით საუკეთესოდ, ხოლო სპეციალისტები საერთაშორისო სემინარების, თუ როგორ დავძლიეთ ასეთი მასშტაბური გამოწვევა მონაწილენი არიან”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო