ჯანდაცვის სამინისტრო ეკატერინე ტიკარაძის და პატრიარქის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, მინისტრმა პატრიარქს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება გააცნო.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო COVID-19-ის საწინაღმდეგო ვაქცინის AstraZeneca-ს უსაფრთხეობას, რისკებსა და დადებით შედეგებს.

„პატრიარქთან შეხვედრის მიზანი იყო მისი ინფორმირება, როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი, რას მოიცავს ვაქცინაცია და რა რისკები და დადებითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს მას მოქალაქეებისთვის. საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გონივრულ ნაბიჯს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად გადაიდგმება. ვისაუბრეთ დეტალურად ნიღბის ტარების მნიშვნელობაზე . ასევე აღვნიშნეთ, რომ ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, რომ საქართველომ და მსოფლიომ დაძლიოს არსებული გამოწვევა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქო მხარს დაუჭერს ჯანდაცვის სამინისტროს ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელიც მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფისკენ იქნება მიმართული.

„საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია, რომ ისინი არ ჩაერთვებიან აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა ისინი მიესალმებიან და მხარს დაუჭერენ ჯანდაცვის სამინისტროს ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართულია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფისკენ. პატრიარქი მომხრეა, რომ ვაქცინა ნებაყოფლობითი იყოს“, -ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციას ეყრდნობა, რომ ქვეყნებმა არ უნდა შეაჩერონ AstraZeneca-ს გამოყენება. ეკატერინე ტიკარაძემ მზაობა განაცხადა ნებისმიერი სახის შეხვედრებისთვის და აღნიშნა, რომ მათთვის საქართველოს ეკლესიასთან თანამშრომლობა დიდი პატივია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო