ლევან დავითაშვილი - მომავალ წლებში, უფრო მეტი მაღალი ხარისხის, მაღალი ღირებულებების თევზის და აკვაკულტურის სხვა პროდუქტის წარმოებას შევძლებთ

მომავალ წლებში, უფრო მეტი მაღალი ხარისხის, მაღალი ღირებულებების თევზის და აკვაკულტურის სხვა პროდუქტის წარმოებას შევძლებთ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა, რომელსაც “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2020 წელს მიღებულია აკვაკულტურის კანონი, ხოლო აკვაკულტურის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შექმნა აუცილებელი წინაპირობაა, რომ ქვეყანაში თევზის წარმოება, თევზის მეურნეობები განვითარდეს.

“დიდი პროგრესი გვაქვს შავ ზღვაზე თევზის ჭერასთან დაკავშირებით და აქ იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, ხდება გადამუშავება, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი საფეხური, ერთი რგოლი იმ ჯაჭვში, რომელიც, ქვეყანაში, ზოგადად, აკვაკულტურის, მარიკულტურის პროდუქტების განვითარებას ითვალისწინებს.

მხოლოდ სწორი კანონმდებლობის საფუძველზე შეიძლება ამ მიმართულების უკვე სხვა ტიპის მხარდაჭერა. ფინანსური, საგრანტო მხარდაჭერა, თანადაფინანსებები და ტექნიკური დახმარება განახორციელოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ჩვენ მდგრადი გვქონდეს ასეთი ტიპის მეურნეობები.

ახალი კანონი ძალაში შევიდა მიმდინარე წლის იანვრიდან, შეიქმნა შესაბამისად სპეციალური დეპარტამენტი გარემოს ეროვნულ სააგენტოში და ჩვენ უკვე ვმუშაობთ კანონქვემდებარე აქტების მიღებაზე და იმ კონკრეტულ რეგულაციებზე, რომელიც სრულყოფილს გახდის ამ კანონმდებლობას და მისცემს ბიზნესს საშუალებას, რომ ამ მიმართულებით სწორად განახორციელოს ინვესტიციები. დაინტერესება არის საკმაოდ დიდი. ამას, რა თქმა უნდა, თან დაერთვება სხვადასხვა რგოლი, როგორიც არის ლაბორატორიული კვლევა, ტექნიკური დახმარება, რაც ძალიან რთულია. გვესმის, რომ ბიოვეტერინარული მიმართულებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი ჩამორჩენა, მაგრამ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, როგორც ევროპელ პარტნიორებთან, ისე დაინტერესებულ კერძო ინვესტორებთან და ვფიქრობთ, რომ 2021 წელი აკვაკულტურის პროექტების განხორციელების მიმართულებით იქნება გარდამტეხი და მომავალ წლებში უფრო მეტი მაღალი ხარისხის, მაღალი ღირებულებების თევზის და აკვაკულტურის სხვა პროდუქტის წარმოებას შევძლებთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო