ირაკლი ქადაგიშვილი - მიწის ფართობების ათვისების მიმართულებით სახელმწიფომ წინმსწრები ნაბიჯები უნდა გადადგას, მაგრამ როგორც კი მსხვილი ინვესტორი გამოჩნდება, მოსახლეობის წინააღმდეგობა იწყება

სოფლის მეურნეობა არის სხვა, ხოლო სოფლად ცხოვრება და სოფლის მოსახლეობა სხვა - ყველაზე წარმატებული სოფლის მეურნეობის მქონე ქვეყნებში, უშუალოდ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობის წილი დაბალია, მაქსიმუმ 5%-6%, - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქაგადიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, როგორც კი მსხვილი ინვესტორი გამოჩნდება სახელმწიფო მიწის ათვისებასთან დაკავშირებით, მოსახლეობის წინააღმდეგობა იწყება.

“საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების მთავარი პრობლემა ისაა, რომ ვართ სეგმენტირებული მიწის პირობებში, როცა ძირითადი მფლობელობა ჰექტარი-ჰექტარნახევარი მიწაა. ეს არარენტაბელურია თანამედროვე, ინტენსიური სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის. დღეს-დღეობით მიწის ნაკვეთების გამსხვილება წარმოუდგენელია, რადგან რთულია ადამიანს მოსთხოვო, მიწა კოოპერაციაში გააერთიანოს. ადამიანები ამაზე არ მიდიან. რაც შეეხება მიწის ფართობების ათვისებას, ამ მიმართულებით სახელმწიფომ წინმსწრები ნაბიჯები უნდა გადადგას, მაგრამ აქაც მოსახლეობის წინააღმდეგობას ვაწყდებით, რადგან როგორც კი მსხვილი ინვესტორი გამოჩნდება სახელმწიფო მიწის ათვისებასთან დაკავშირებით, იწყება მოსახლეობის წინააღმდეგობა, ხშირ შემთხვევაში, სუბიექტური მიზეზებით“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღეს პარლამენტში, “მინისტრის საათის“ ფორმატში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმინეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს