რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები გორში, ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიაში იმყოფებოდნენ

დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება და სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის თანამშრომელი, გიორგი პატაშური გორში, ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიაში იმყოფებოდნენ.

რელიგიის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის უფროსმა პასტორმა, გიორგი ჩიტაძემ და პასტორმა, შმაგი ჭანკვეტაძემ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს გორის ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიაში ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების შესახებ.

“მათვე მადლობა გადაუხადეს რელიგიის სააგენტოს მშენებლობის დაფინანსებისთვის. როგორც სამუშაო შეხვედრისას გაირკვა, გორის ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას ესაჭიროება სამლოცველო დარბაზი, რომლის მშენებლობაში დახმარებაც ეკლესიის მესვეურებმა რელიგიის სააგენტოს სთხოვეს, რაშიც სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მათ თანადგომა აღუთქვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს