ანა ნაცვლიშვილი - ქვეყანა ისეთ ღრმა კრიზისშია, რომ მარტო ერთ რომელიმე პუნქტზე შეთანხმება პრობლემას ვერ გადაჭრის

როგორც ყოველთვის, „ქართული ოცნების“ ტაქტიკა და სტრატეგია არის პრობლემების არაღიარება ან სხვისთვის გადაბრალება, - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია შექმნილი, რასაც „ქართული ოცნება“ არ აღიარებს.

„ალბათ, მტკივნეულია აღიარება, მაგრამ ფაქტია, ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიოირი, როგორ შეფასებასაც არ უნდა აკეთებდეს არჩევნებთან მიმართებით, აღიარებს, რომ შექმნილია პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უნდა გადაიჭრას. ირაკლი კობახიძე ამ კრიზისის არსებობასაც არ აღიარებს. ის იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, რომელიც ქვეყანაში პრობლემების არსებობას არ აღიარებს. რა ვქნათ, მისი ტესტით გავზომოთ?! როგორც ყოველთვის, „ქართული ოცნების“ ტაქტიკა და სტრატეგია არის პრობლემების არაღიარება ან სხვისთვის გადაბრალება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი შეფასებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები არ არის იმისთვის, რომ „ვიღაცამ ვიღაცას ხელი გადაუგრიხოს“.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, თუ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგება, საქართველო ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდება.

„ყველა საკითხზე უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას. ცალკე ამოგლეჯილად, ამაზე მივაღწიე შეთანხმებას და იმაზე არა, ასე შეთანხმება ვერ მოხდება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი შეფასებით, მოლაპარაკებების პროცესში პოლიტიკურმა ოპოზიციამ გაცილებით უფრო მაღალი კლასი აჩვენა, ვიდრე ხელისუფლებამ, რადგან განსხვავებული პოზიციების, ღირებულებების, იდეოლოგიისა და რაც მთავარია, წარსულის მიუხედავად, ისინი გაერთიანდნენ.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მოლაპარაკებების მაგიდაზე არსებული ე.წ ჩარჩო დოკუმენტის ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ქვეყანა ისეთ ღრმა კრიზისშია, რომ მარტო ერთ რომელიმე პუნქტზე შეთანხმება პრობლემას ვერ გადაჭრის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო