თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხეში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ექთანს აცრის შედეგად სავარაუდოდ ანაფილაქსიური რეაქცია გამოუვლინდა, რეგულირების სააგენტო სწავლობს

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე ახალციხეში მომხდარი შემთხვევის შეფასებისას განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„დღეს, 4 საათისთვის სამინისტროში შემოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამედიცინო პერსონალს ახალციხის „იმედის“ კლინიკაში აცრის შედეგად დაუფიქსირდა სავარაუდო გვერდითი რეაქცია, რომელიც შესაძლოა იყოს დაკავშირებული ვაქცინაციასთან. ამდენად, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება ამ შემთხვევის, როგორც ეს ხდება გვერდითი მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად რეგულირების სააგენტომ დაიწყო შესწავლა იმისთვის, რომ დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამდგარ მდგომარეობასა და ვაქცინაციას შორის. ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. მას უტარდება მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში. საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახურმა დაიწყო მისი თბილისში ტრანსპორტირების პროცესი. შემდეგომ მკურნალობა და მდგომარეობის მართვა გაგრძელდება თბილისში“, - განაცხადა გაბუნიამ.

როგორც ცნობილია, შემთხვევა ახალციხის კლინიკა „იმედში“ დღეს მოხდა. ადგილობრივი მედიასაშუალების, „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ექთანი შეუძლოდ ვაქცინაციის შემდეგ გახდა. ამის შემდეგ ადგილზე სიტუაცია დაიძაბა და ექთნის ოჯახის წევრებმა კლინიკის ფანჯრები ჩაამტვრიეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს