ლადო მგალობლიშვილი - ჩრდილი რომ  არ მიადგეს პოლიტიკური მოლაპარაკების    პროცესს,  იურიდიულ კომიტეტში  ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა მოხდება რეგლამენტით დადგენილი ვადის ბოლო დღეს

ჩრდილი რომ არ მიადგეს პოლიტიკური მოლაპარაკების პროცესს, იურიდიულ კომიტეტში ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა მოხდება რეგლამენტით დადგენილი ვადის ბოლო დღეს, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მგალობლიშვილმა აღნიშნა, აჩქარება არ არის საჭირო, რადგან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს თავისი ბუნებრივი სიმძიმე საკმარისად გააჩნია.

„მედიაში აქტიურად განიხილება თემა თუ რატომ არ ვიხილავთ ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. როგორც ცნობილია ევროკავშირის მედიატორობით მიმდინარე პოლიტიკური დიალოგი დასკვნით ეტაპზე გადავიდა. შესაბამისად მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, რომ პარალელურად მოვიწვიოთ იურიდიული კომიტეტის სხდომა და განვიხილოთ მანდატების შეწყვეტის საკითხი. აჩქარება არ არის საჭირო, რადგან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს თავისი ბუნებრივი სიმძიმე საკმარისად გააჩნია.

ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ და დავასკვენით. ჩრდილი რომ არ მიადგეს მოლაპარაკების პროცესს ოპოზიციონერი წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა მოხდება რეგლამენტით დადგენილი ვადის ბოლო დღეს ანუ 24 მარტს. ვიმედოვნებთ, რომ მანამდე პოლიტიკური შეთანხმება შედგება“, - განაცხადა მგალობლიშვილმა.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო