„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მესტიაში, „თეზოს თასთან“ დაკავშირებით დამატებით ავიარეისს ნიშნავს

19 მარტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ყოველწლიური სამთო–სათხილამურო შეჯიბრის "თეზოს თასი 2021“ დაკავშირებით, ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით დამატებით ავიარეისს ნიშნავს. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ხვალ, ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით რეგულარული რეისის გარდა, კიდევ ერთი დამატებითი ავიარეისი შესრულდება. ნატახტარიდან მესტიის მიმართულებით ფრენა 13:00 საათზე განხორციელდება, ხოლო უკან - 14:30 საათზე შესრულდება. დამატებითი ავიარეისი ვიზიტორების მხრიდან ტურნირთან დაკავშირებით განსაკუთრებული დაინტერესების გამო დაინიშნა.

„დამატებითი ავიარეისი ვიზიტორების მხრიდან ტურნირთან დაკავშირებით განსაკუთრებული დაინტერესების გამო დაინიშნა.

თეზო ჯაფარიძის სახელობის თასი მოყვარულ მოთხილამურეებს შორის სვანეთში, გიგანტურ სლალომში უკვე მეექვსე წელია იმართება. "თეზოს თასი 2021“ ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე გაიმართება. შეჯიბრის ორგანიზატორები მესტიაში ტრაგიკულად დაღუპული თეზო ჯაფარიძის მეგობრები არიან, ხოლო მხარდამჭერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა