მამუკა ხაზარაძე - მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს, შემოსული ვაქცინების 5% საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ და მომუშავე სამედიცინო პერსონალს გადაეცეს

„ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს, რომ საქართველოში შემოსული ვაქცინების 5 პროცენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ და მომუშავე სამედიცინო პერსონალს გადაეცეს.

“მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს: ქვეყანაში შემოსული ვაქცინების 5 % გადაეცეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ და მომუშავე სამედიცინო პერსონალს - ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც შიშველი ხელებით ებრძვიან პანდემიას გალისა თუ ახალგორის რაიონში, სოხუმსა თუ ცხინვალში.

ეს საქართველოა და მათი დახმარება და თანადგომა ჩვენი სახელმწიფოს და თითოეული ჩვენგანის უპირველესი ვალია!”, - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა