27 წლის ექთნის ნათესავი - გვეუბნებიან, რომ მძიმედაა, მართვით სუნთქვაზეა

27 წლის ექთნის, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა, ნათესავები აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ექთნის ნათესავებმა ჟურნალისტებს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასთან განუცხადეს, აქვთ ინფორმაცია, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

„გვეუბნებიან რომ მძიმეა. მართვით სუნთქვაზეა. როგორც ვიცი, აცრები ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ ალერგიული არ ყოფილა“, - აღნიშნა ერთ-ერთმა ნათესავმა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის მედდას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია ანაფილაქსიური რეაქცია დღეს დაუფიქსირდა. ის ცოტა ხნის წინ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ შეიყვანა.

ამასთან, როგორც პაციენტის და აღნიშნავს, მას ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

იხილეთ ვიდეო:“მძიმეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება“ - კომაში ჩავარდნილი ექთნის ოჯახის წევრების პირველი კომენტარები

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს