ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 27 წლის ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით კონსილიუმი შეიკრიბება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთნის „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის ფაქტს და განვითარებულ გვერდით მოვლენებს, გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეისწავლის.

როგორც მან ჯანდაცვის ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტებთან შეხვედრის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა დოკუმენტაცია ამ კომიტეტს გადაეცემა.

„გადავწყვიტეთ გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტს მივაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია. რეგულირების სააგენტო 16:00 საათზე უკვე კლინიკაში იმყოფებოდა და ისინი დეტალურად შეისწავლიან და მოიკვლევენ იმ გატარებულ ქმედებებს, რომელიც კლინიკაში პაციენტთან მიმართებით განხორციელდა. ყველა დოკუმენტაცია გადაცემული იქნება გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტისთვის და ისინი დაუყოვნებლივ დაიწყებენ ამ ფაქტის შესწავლას, რის საფუძველზეც ჩვენ მოქალაქეებს ინფორმაციას დამატებით მივაწვდით, თუ რატომ იყო და რისგან დადგა არსებული ფაქტი. რაც შეეხება პაციენტს, ის გადმოყვანილია პირველ საუნივერსტიტეტო კლინიკაში. აქაც ჩვენ გვაქვს დამატებითი ღონისძიებები, კერძოდ ექიმების მულტიპროფილური გუნდი 21:00 სააათზე გამართავს ერთობლივ კონსილიუმს, რის საფუძველზეც გადაწყდება, როგორ უმკურნალებენ პაციენტს და როგორი იქნება მკურნალობის ტაქტიკა. დარწმუნებული ვარ, ექიმების ძალიხსმევით, პაციენტთან მიმართებით, გვექნება საიმედო გამოსავალი", - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი დღეს დაუფიქსირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

იხილეთ ვიდეო:ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 27 წლის ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმების მულტიპროფილური გუნდი 21:00 საათზე კონსილიუმს გამართავს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო