ეკატერინე ტიკარაძე - ანაფილაქსიური რეაქცია არ არის გართულება, რომელიც მხოლოდ ვაქცინაციას შეიძლება ახლდეს, ეს გართულებაა, რომელსაც ხშირად აქვს ადგილი სამედიცინო სფეროში

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მსოფლიოში, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილი 7 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ 41 შემთხვევაში დაფიქსირდა უკუჩვენება.

ტიკარაძის თქმითვე, არცერთი მათგანი ლეტალურად არ დამთავრებულა.

„აღსანიშნავია, რომ ეს არ არის გართულება, რომელიც შეიძლება ახლდეს მხოლოდ ვაქცინაციას, ან კონკრეტულად „ასტრაზენეკას“, ეს არის ერთ-ერთი ისეთი გართულება, რომელსაც ხშირად აქვს ადგილი სამედიცინო სფეროში. ჩვენ შევისწავლეთ ის სტატისტიკა, რომელიც საქართველოსთვის არის დამახასიათებელი და წლის მანძილზე, ჩვენ გვაქვს 60-დან 80-მდე მსგავსი შემთხვევა, რომელიც უბრალოდ არ ხდება საზოგადოებისთვის და მედიისთვის ცნობილი.

ჩვენ ასევე, გვაქვს სტატისტიკური მონაცემები „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში, როცა 7 მილიონ ვაქცინირებულ ადამიანზე მხოლოდ 41 შემთხვევის დაფიქსირება მოხდა და ამ 41 შემთხვევიდან არცერთი არ ყოფილა ლეტალური, აქედან გამომდინარე, ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ პროცესი შეჩერდეს და მას გარკვეული რისკები შეექმნას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის მედდას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია დღეს დაუფიქსირდა. ის ცოტა ხნის წინ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ შეიყვანა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა