ეკატერინე ტიკარაძე - პირველადი მოკვლევის საფუძველზე, პაციენტს ყველა საჭირო დახმარება დროულად გაეწია - ხვალისთვის გვექნება დეტალური სია, რა ღონისძიებები გატარდა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცახდებით, 27 წლის ექთანს, რომელსაც სავარაუდოდ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის შედეგად ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, ყველა საჭირო დახმარება დროულად გაეწია.

ამის შესახებ ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ხვალ იქნება იმ ღონისძიებების დეტალური ჩამონათვალი, რომელიც ექთანს ახალციხის კლინიკა „იმედში“ გაეწია.

„პირველადი მოკვლევის საფუძველზე, რომელიც რეგულირების სააგენტოს მიერ იქნა ჩატარებული პაციენტს გაეწია ყველა საჭირო დახმარება დროულად, რომელიც მას ესაჭიროებოდა. ის კლინიკები, რომლებიც დღესდღეობით შეეჩეულია ვაქცინაციის პროცესისთვის ყველა აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც შეესაბამება საქართველოს მიერ დადგენილ სტანდარტებს და ასევე საერთშორისო ორგანიზაციების მხრიდან მოთხოვნებს. ხვალისთვის გვექნება დეტალური სია იმის, თუ რა ღონისძიებები გატარდა. ამ ეტაპისთვის, პირველადი ანალიზის შედეგად ეს ღონისძიებები სრულიად დამაკმაყოფილებელია. ძალიან გთხოვთ დაელოდოთ რეგულირების სააგენტოს დასკვნას, რომელიც იქნება გამჭვირვალე, პროფესიონალური და მოიცავს ყველა პასუხს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო