ახალციხეში, კლინიკა „იმედში” მომხდარი ინციდენტისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირი ხელწერილით გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხეში კლინიკა "იმედში” მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ორი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ორივე პირი, ამ დროისათვის ხელწერილით არის გამოშვებული.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 187 მუხლით არის დაწყებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, გულისხმობს. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შეგახსენებთ, ახალციხის კლინიკაში 27 წლის მედდას „ასტრაზენეკას” ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია დღეს განუვითარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

კლინიკასთან ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. ოჯახის წევრებმა შენობის ფანჯრები ჩაამტვრიეს, დაზიანებულია ინვენტარიც.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს