27 წლის ექთნის ვაქცინაციის პროცესში დაფიქსირებულ გართულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯანმოს და „ასტრაზენეკას“ მიეწოდება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და „ასტრაზენეკას“ ინფორმაცია შემდეგი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება ვაქცინაციის პროცესში წარმოქმნილი გართულების შესახებ.

როგორც მინისტრმა ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთნის ვაქცინაციის პროცესში დაფიქსირებულ უკუჩვენებაზე კომენტირებისას განაცხადა, ნაადრევ დასკვნებს ვერ გააკეთებს და დაელოდება შესაბამისი კომიტეტის დასკვნას.

„ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ ეს ყველაფერი „რეპორტის“ სახით გადავცეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რაც აუცილებლად განხორციელდება შემდეგი 24 საათის განმავლობაში. კომიტეტმა უნდა იმუშაოს, დასკვნა დადოს და მე მათ დასკვნას გავიზიარებ”, - აღნიშნა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია ანაფილაქსიური შოკი დღეს დაუფიქსირდა. ის ამ დროისთვის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა