პაატა იმნაძე - დღეს ჩვენთვის, ყველაზე მთავარია, ჩემი კოლეგა იყოს ჯანმრთელად

პირველ რიგში, მთავარია, ჩემი კოლეგა იყოს ჯანმრთელად, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის სამინისტროში ჯანდაცვის ექსპერტების და დარგის სპეციალისტების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ახალციხის კლინიკა „იმედში" მომხდარ ფაქტზე იმსჯელეს.

პაატა იმნაძის განცხადებით, ანაფილაქსიური რეაქცია მხოლოდ ვაქცინაციას და წამალს არ ახლავს თან.

„პირველ რიგში, მთავარია, ჩემი კოლეგა იყოს ჯანმრთელად, დღეს ჩვენთვის, ყველასთვის ყველაზე მთავარია, ჩემი კოლეგა იყოს ჯანმრთელად.

მეორეა ის, რომ სამწუხაროდ, ანაფილაქსიური რეაქცია თანმდევია არა მარტო ნებისმიერი წამლის, ან ნებისმიერი ვაქცინის, არამედ როგორიც არის ვთქვათ ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენი.

რაც შეეხება ვაქცინებს, მე არ ვიცი ვის აქვს დაბალი ნდობა, მაგრამ, დღეს აქ ვინც იყო წარმოდგენილი, უმრავლესობა არის ის ხალხი, ვისაც ქართულ სამედიცინო საზოგადოებაში აქვთ თავისი დიდი სიტყვა ნათქვამი, ამათი უმრავლესობა აცრილი იყო, ამიტომ მე ვერ მივხვდი, ვის აქვს დაბალი ნდობა“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში ჯანდაცვის ექსპერტებმა და დარგის სპეციალისტებმა ახალციხის კლინიკა "იმედში" მომხდარ ფაქტზე იმსჯელეს, რა დროსაც 27 წლის ექთანს, ვაქცინაციის შემდეგ სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა.

როგორც საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, საქართველო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას აგრძელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს