ეკატერინე ტიკარაძე 27 წლის ექთანზე - მდგომარეობა შეფასებულია შოკის კლინიკით, არის სტაბილურად მძიმე, თუმცა არა უიმედო

პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია შოკის კლინიკით, მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მედიასთან 27 წლის ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმების კონსილიუმის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას უტარდება ყველა საჭირო კვლევა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შემდეგი 24 საათი მნიშვნელოვანია დინამიკის განვითარების კუთხით.

„კონსილიუმს ესწრებოდა ექიმების სრული შემადგენლობა, მათ შორის იყო ექიმი, რომელმაც პაციენტს ადგილზე გაუწია საჭირო დახმარება. მისი მხრიდან მოვისმინეთ, თუ რა კონკრეტული ქმედებები იქნა განხორციელებული. პაციენტთან მიმართებაში. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია შოკის კლინიკით, მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. უტარდება ყველა საჭირო კვლევა, რომელიც შემდგომში იქნება გათვალისწინებული მისთვის საჭირო მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებისთვის. ექიმებმა გარკვეულ ნაბიჯებზე მიიღეს გადაწყვეტილება, თუ როგორ იქნება შემდგომი ტაქტიკა.

როგორც გითხარით, მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, თუმცა არა უიმედო" , - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური რეაქცია დღეს დაუფიქსირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა