ივანე ჩხაიძე - ანაფილაქსიური რეაქცია სტანდარტული გართულებაა ნებისმიერი ვაქცინის გაკეთების შემდეგ - პროცესის გაჩერება არაფრით შეიძლება, უკან დასახევი გზა არ გვაქვს

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ახალციხის კლინიკა "იმედში" მომხდარი ფაქტი, რა დროსაც 27 წლის ექთანს, ვაქცინაციის შემდეგ სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა, ძალიან ცუდია იმ ფონზე, როდესაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიმართ საზოგადოებაში ნდობა დაბალია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინაციის პროცესის მიმართ საზოგადოებაში ნდობის ამაღლებას მეტი მუშაობა და ძალისხმევა დასჭირდება.

„ეს ფაქტი არის ძალიან ცუდი იმ თვალსაზრისით, რომ ისედაც არ იყო მაღალი ნდობა „ასტრაზენასკას“ ვაქცინის მიმართ და ის კიდევ უფრო შემცირდა. ამას ყველა ვუსწორებთ თვალს, რა თქმა უნდა, ამას დრო დასჭირდება და მეტი ძალისხმევა, მეტი მუშაობა და დახმარება საზოგადოებასთან პირადი და ხშირი კონტაქტით, სხვაგვარად ეს პროცესი იქნება იმ ციფრებზე, რაც სამწუხაროდ, პირველი დღეების განმავლობაში გვქონდა. ძალიან ცუდი ფაქტია, ხელისშემშლელი. იმედი გვაქვს, რომ ეს შემთხვევა კარგად დამთავრდება“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისი აზრით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო, ვაქცინაციის პროცესი არ უნდა შეჩერდეს.

„დარწმუნებული ვართ, რომ ამ პროცესის გაჩერება არაფრით შეიძლება, ვინაიდან რისკები ძალიან დიდია, ქვეყანაში ლეტალური შემთხვევები ისევ ფიქსირდება, ინფიცირების შემთხვევები ისევ მაღალია, ამიტომ, უკან დასახევი გზა არ გვაქვს“ , - განაცხადა ჩხაიძემ.

მისი აზრით, ვაქინაციის პროცესი არ უნდა შეწყდეს.

„დღევანდელი გადაწყვეტილება არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ვაქცინაციის პროცესი შემდგომ დღეებსა და თვეებში აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ. მოგეხსენებათ, ვაქცინაცია პირველივე დღეს გავიკეთე, რომ არ მქონდეს გაკეთებული, არ შევაჩერებდი ამ პროცესს, თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, ანაფილაქსიური რეაქცია სტანდარტული გართულებაა ნებისმიერი ვაქცინაციის დროს.

"ფაქტი, რაც მოხდა, ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინაციაზე გახლავთ სტანდარტული გართულება ნებისმიერი ვაქცინის გაკეთების შემდეგ. ეს არ ეხება კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინაციას. ნებისმიერი ვაქცინაცია, ძალიან მცირე ალბათობით, მილიონ შემთხვევებში ერთეული ყოველთვის შეიძლება განვითარდეს. ამიტომ, ჩვენი ქვეყანა მზად იყო ანაფილაქსიური რეაქციისთვის. ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამასთან ერთად, ყველა დაწესებულებამ, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობდა, მიიღო დეტალური პროტოკოლი, თუ როგორ უნდა იმართოს ანაფილაქსიური რეაქცია“,-განაცხადა ჩხაიძემ.

მისი განმარტებით, მსგავსი შემთხვევები ყველა ქვეყანაში ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი დღეს დაუფიქსირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით