ირაკლი კობახიძე - ოპოზიციისთვის თვითმიზანი იყო შეთანხმების არმიღწევა - ნახეთ მათი გაღიზიანებული სახეები და რიტორიკა, ყველამ დაინახა, რომ ჩამშლელი იყო ოპოზიცია

სამწუხაროდ, გამართლდა ის, რაზეც ვსაუბრობდით, ოპოზიციისთვის თვითმიზანი იყო შეთანხმების არმიღწევა,- ამის შესახებ „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კირსტიან დანიელსონის მედიაციით გამართული ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციამ შეხვედრაზე ულტიმატუმები დააყენა, რაც მისივე შეფასებით, ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას.

„იყო ძალიან საინტერესო პროცესი, იყო წინსვლაც ამ დღეების განმავლობაში, თუმცა, სამწუხაროდ, გამართლდა ის, რაზეც ვსაუბრობდით, ოპოზიციისთვის თვითმიზანი იყო შეთანხმების არმიღწევა. ეს გამოიხატა იმაში რომ დაყენებული იყო კონკრეტული ულტიმატუმები, ულტიმატუმები იმაშიც, რომლებიც ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას. ბუნებრივია, ასეთი ულტიმატუმები აბსოლუტურად მიუღებელია დიალოგის პროცესში.

ჩვენ ვიცით, რომ არის ოპოზიციური სექტორი, ერთი ორი გამონაკლისის გარეშე, იმართება კიევიდან კონკრეტული პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში მათ შეთანხმებაზე წამოსვლის არავითარი რესურსი არ ჰქონდათ. ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მათ ჩაშალეს საბოლოო ჯამში შეთანხმება. თქვენ ნახეთ მათი გაღიზიანებული სახეები და რიტორიკა, ყველამ დაინახა ის, რომ ჩამშლელი იყო ოპოზიცია. ეს არის მათი გაღიზიანების მიზეზი. ყველა პუნქტი, გარდა ერთისა და ეს პუნქტი იყო პარლამენტში შესვლა, რაც დაგვამადლეს; იყო ის პუნქტები, რაც ითვალისწინებდა „ქართული ოცნების“ მიერ რაღაცების გაკეთებას, ანუ ჩვენი პუნქტები იყო. ერთადერთი პუნქტი იყო დამადლებული შემოსვლა პარლამენტში. კონკრეტიკაზე ვერ ვსაუბრობთ, რადგან პროცესი დღეს არ დასრულებულა. შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი, ვნახოთ! ბუნებრივია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საბოლოოდ პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „ამ ხალხის, სააკაშვილის, ბოკერიას და სხვების მიზანია, რომ წააგოს სახელმწიფომ“. „მათ შორის, კონკრეტული ულტიმატუმებითაც გამოჩნდა ის, რომ სახელმწიფოს წაგება არის მათი მიზანი. ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით და ეს ყველამ დაინახა“, - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა