ზურაბ ჯაფარიძე - "ქართული ოცნების" მოთხოვნით დოკუმენტი რამდენჯერმე გაფუჭდა და საბოლოოდ, პუნქტები გახდა იმდენად ზოგადი, რომ ჩვენთვის შინაარსი აღარ ჰქონდა

ამ ხალხს ფეხზე ჰკიდია ევროკავშირიც, ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც, მათი რეპუტაციაც და ზოგადად საქართველოს ევროალანტიკური მისწრაფებებიც - ეს არის ერთადერთი ლოგიკური ახსნა ამ ყველაფრის, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კირსტიან დანიელსონის მედიაციით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესი არც კი მისულა იქამდე, რომ ოპოზიციის პოზიციები სერიოზულად განხილულიყო.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც ჩართული იყო ამ მოლაპარაკებების პროცესში - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ევროკავშირის ელჩს და შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს. ამ ხალხმა დახარჯა უამრავი დრო და ენერგია იმისთვის, რომ რაიმე შეთანხმებამდე მაინც მივსულიყავით. ყველამ ნახეთ, რა მდგომარეობაში წავიდა ეს ადამიანი აქედან და არავინ მინდა იფიქროს, რომ ოპოზიციას რაიმე კავშირი აქვს იმასთან, რა მდგომარეობაშიც ეს ადამიანი იყო ჩავარდნილი. თავიდან ბოლომდე ამ ადამიანის აღელვება და მათ შორის წასვლა და ყველაფრის პასუხისმგებლობა არის „ქართულ ოცნებაზე“ და მათ ქცევაზე. მოლაპარაკებების პროცესი არც ერთ მომენტში არც კი მისულა ახლოს, რომ სერიოზულად განხილულიყო ოპოზიციის ხედვები და პოზიციები. მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს მთელი ამ დღეების განმავლობაში, რომ დაედოთ რაიმე დოკუმენტი, რომელზეც "ქართული ოცნების" მხრიდან იქნებოდა თანხმობა, ვერ მოახერხეს - მათი პრეტენზიები იყო ამოუწურავი და საბოლოო ჯამში, ამის გამოც მოხდა ის, რაც მოხდა და როგორც დასრულდა ეს მოლაპარაკებები. მე არ მჯერა, რომ ამ ხალხს, „ქართულ ოცნებას“ არ ესმის, რას ნიშნავს ამხელა ყურადღება მთელი დასავლეთიდან ამ პროცესზე, არ ესმის, რას ნიშნავს, რომ პროცესში ჩართული იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და მან საკუთარ თავზე აიღო ეს პასუხისმგებლობა, საკუთარი რეპუტაცია და ევროკავშირის რეპუტაცია დადო სასწორზე ანუ ერთადერთი ახსნა ყველაფერ ამას, რაც თქვენ ნახეთ დღეს არის ის, რომ ამ ხალხს სულ ფეხზე ჰკიდია ევროკავშირიც, ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც, მათი რეპუტაციაც და ზოგადად საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებიც. ეს არის ერთადერთი ლოგიკური ახსნა ამ ყველაფრის.

მოლაპარაკებების პროცესში მომლაპარაკებლების მცდელობა იყო, რომ მიეღწიათ ისეთი დოკუმენტისთვის, რომელზეც "ქართული ოცნება" მაინც იქნებოდა თანახმა. საბოლოო ჯამში, ამ პროცესის განმავლობაში დოკუმენტი, რომელსაც ისინი გვთავაზობდნენ, რამდენჯერმე გაფუჭდა და ჩვენთვის თავიდან ამოუხსნელი იყო, რატომ ხდებოდა ეს, თუმცა ბოლოს ცხადი გახდა, რომ დოკუმენტი ფუჭდებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ არ თანხმდებოდა არაფერზე.

მომლაპარაკებლებმა ვერ მოახერხეს, რომ დაედოთ დოკუმენტი და მთელი ამ დღეების განმავლობაში ეს დოკუმენტი იცვლებოდა. მარტო დღეს გამოიცვალა ალბათ, ორჯერ თუ სამჯერ. იყო პუნქტები, რომლებიც ნაკლებად პრიორიტეტული იყო ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც გააფუჭეს "ქართული ოცნების" მოთხოვნით და საბოლოო ჯამში, ეს პუნქტები გახდა იმდენად ზოგადი, რომ იყო არაფრის მთქმელი და ჩვენთვის ამას შინაარსი აღარ ჰქონდა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის,კრისტიან დანიელსონის მედიატორობით "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ლიდერების გაერთიანებული შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით 9 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას შემდეგ მან ცალკე-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. 17 მარტს კი მისი მედიაციით "ქართული ოცნების" ლიდერებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა