ვახტანგ მეგრელიშვილი - არ მესმის აქ რა ხდება, საერთოდ არაფერი მესმის - იმდენად ვერ იტანენ ერთმანეთს, რომ ამ ხალხს ერთად ლაპარაკი არ შეუძლია

სინამდვილეში, მხარეებს იმდენად არ უყვართ ერთმანეთი, იმდენად ვერ იტანენ ერთმანეთს, რომ ამ ხალხს ერთად ლაპარაკი არ შეუძლია, ეს არის ჩემი ზოგადი შთაბეჭდილება, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მეგრელიშვილის განმარტებით, მას მოლაპარაკებების სტილი არ ესმის.

„ძალიან არ მომწონს ამ პუნქტების საიდუმლოდ დატოვება, ეს არის ჩემი ერთადერთი პრობლემა, რომლის გამოც, შეზღუდული ვარ, ვისაუბრო. ასე გელაპარაკებით დიდი ხანია და ახლაც არის კონსესუსი, რომ არ ვილაპარაკოთ და მე ამ კონსენსუსის წინააღდმდეგ წასვლა არ მინდა. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არის კონსენსუსი, მე პირველად ვარ ამ ტიპის მოლაპარაკებაზე, შეიძლება იმიტომ ვარ უცხო ამ ტიპის გარემოსთვის, მე არ მესმის საერთოდ აქ რა ხდება, ფიზიკურად არ მესმის, საერთოდ არაფერი არ მესმის, მათ შორის, მოლაპარაკების სტილი არ მესმის, მეგონა, რომ მე ვარ არაკომპეტენტური და ეს ხალხი ძალიან კომპეტენტური იყო და საბოლოო ჯამში იმედი მქონდა, რომ შედეგი დადგებოდა, მაგრამ რომ დავრწმუნდი, არ დადგა, ახლა ველოდები რაიმე უფლებას, რომ კონკრეტულ საკითხებზე შესაძლებელი იყოს ლაპარაკის დაწყება. იყო იქ პუნქტები, რომელიც მომწონდა და მიმაჩნდა, შესაძლებელი იქნებოდა ის გამხდარიყო კონსენსუსის თემა, თუ ის იქნებოდა საჯაროდ განხილული და საჯარო წნეხი იქნებოდა იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც აგდებულად ეკიდებოდნენ ზოგიერთ პუნქტს“, - აცხადებს მეგრელიშვილი.

კითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია პროცესის გაგრძელება, პასუხობს, რომ „ძალიან მძიმედ“.

„ახლა უნდა წავიდეთ და ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ, როგორ შეიძლება ასეთი უნიკალური კრიზისიდან გამოსვლა, რადგან მრჩევლებიც იყვნენ და ძალიანაც ეცადნენ, რომ დაგვხმარებოდნენ, ჩემი აზრით, ჩვენი მოსაფიქრებელია“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა