ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის მხრიდან მივიღეთ 2 ულტიმატუმი - პირველი უკავშირდებოდა კანონის უზენაესობის გათელვას და მეორე ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს

ოპოზიციის ულტიმატუმები უკავშირდებოდა 2 პუნქტს - ერთი პუნქტი პირდაპირ უკავშირდებოდა კანონის უზენაესობის გათელვას და მეორე პუნქტი პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კირსტიან დანიელსონის მედიაციით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელი პუნქტები ვერ იქნებოდა დაბრკოლება შეთანხმების მიღწევისათვის, თუმცა დღეს ორივე პუნქტთან დაკავშირებით მიიღეს ისეთი ულტიმატუმები, რომელიც აჩვენებდა, რომ „ოპოზიციის თვითმიზანი იყო ამ მოლაპარაკებების ჩაშლა“.

„ჩვენ ვართ ხელისუფლება და ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანაში იყოს დაცული კანონის უზენაესობა, ასევე სახელმწიფოს ინტერესები, მათ შორის იმ ძალებისგანაც, რომლებიც პირდაპირ მტრობენ სახელმიწფოს იმ ულტიმატუმებით, რომელიც აქ იყო დაყენებული. პროცესი გაგრძელდება, ჩვენ გვაქვს მჭიდრო პარტნიორება ჩვენს მეგობრებთან, საერთაშორისო პარტნირეობთან და ამ რეჟიმში გაგრძელდება ეს პროცესი. გვახსოვს ოპოზიციის გუშინდელი რიტორიკა, როდესაც ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ ევროკავშირს, ევროპულ ინსტიტუტებს, ევროკომისარებს და ა.შ. დღეს გაგრძელდა ეს პროცესი და კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა, რომ ისინი ასეთი დამოკიდებულებით გამოირჩევიან ევროპული ინსტიტუტების მიმართ, რაც არის უპატივცემულობა. გუშინ იყო განხილული შედარებით მარტივი პუნქტები და პრინციპულად იყო ძირითად საკითხებზე შეჯერებული პოზიციები. გუშინდელი პუნქტები ვერ იქნებოდა დაბრკოლება შეთანხმების მიღწევისათვის. დღეს იყო დამატებით 2 პუნქტი განხილული და ორივე პუნქტთან დაკავშირებით მივიღეთ ისეთი ულტიმატუმები, რომელიც აჩვენებდა, რომ ოპოზიციის თვითმიზანი იყო ამ მოლაპარაკებების ჩაშლა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს