არჩილ თალაკვაძე - შეთანხმება დღეს შესაძლებელი იყო, ჩვენი მხრიდან არსებობდა სრული მზადყოფნა, სამწუხაროდ, ოპოზიცია არ იყო მზად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმება შესაძლებელი იყო, თუმცა, ოპოზიციამ პრიორიტეტი არა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, არამედ, პარტიულ თემებს მიანიჭა.

ამის შესახებ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კირსტიან დანიელსონის მედიაციით გამართული ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრიორიტეტი ნიკა მელიას და გიორგი რურუას საკითხი იყო.

„შეთანხმება დღეს იყო შესაძლებელი, ჩვენი მხრიდან ამისთვის არსებობდა სრული მზადყოფნა. სამწუხაროდ, ოპოზიცია არ იყო დღეს მზად შეთანხმების მისაღწევად და მათ პრიორიტეტი მიანიჭეს არა საზოგადოებისთვის და არა საქართველოსთვის მნიშვნელოვან არამედ, იმ საკითხებს, რომელიც მათი პარტიისთვის არის პრიორიტეტული. ჩემს ამ მოსაზრებას ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის დღევანდელი განცხადება, სადაც მან პირდაპირ თქვა, რომ მათთვის პრიორიტეტი იყო გიორგი რურუას და ნიკა მელიას საკითხი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მან მედიაციისთვის საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ნებისმიერ შემთხვევაში ეს დრო არ იყო დაკარგული დრო“.

„იმ საკითხებზე, რაც საქართველოს და საზოგადოებას სჭირდება პოზიციები არის დაახლოები და ნებისმიერ შემხვევაში, თუ ოპოზიციას ექნება პრაგმატული და სამართლიანი დამოკიდებულება საკითხებთან, ჩვენ შევძლებთ ამაზე შეთანხმებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო