კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა დღეიდან დაშვებული იქნება

დღეიდან, 19 მარტიდან კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა იქნება დაშვებული. პირველი აპრილიდან კი რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კონოთეატრებს.

„როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების უმეტესი ნაწილი უკვე შემსუბუქებულია. დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო შეზღუდვების დამატებითი შემსუბუქების გადაწყვეტილება. პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კონოთეატრებს. უკვე ხვალიდან, 19 მარტიდან, დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა კვების ობიექტებში. ასევე, მოგეხსენებათ, რომ 28 მარტს დაგეგმილია საქართველო- ესპნაეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მასზე მაყურებლის დასწრება, დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით, სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%,“ - განაცხადა დარჩიაშვილმაა.

შეგახსენებთ, კვლავ ძალაში რჩება 05:00 საათიდან 21:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო