გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 მარტს, 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მუხათწყარო, მსხალდიდი, ნახშირგორა, ლისი, თხინვალა და მიმდებარე სოფლებში; ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო-ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ მცხეთის რაიონის სოფლებში: წილკანი, ფრეზეთი, ახალდაბა, ერედა, უფურეთი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 - საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ჟებოტა, თეგერაანები, თეთრახევა და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს ზაჰესში: პლატინის, ავჭალის, კასკადის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში მუხათგვერდი და წიწამური.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს