დავით ჭიჭინაძე - ნიკა მელიას გარეშე "ოცნებასთან" მოლაპარაკების მაგიდასთან არ უნდა დამსხდარიყვნენ და პირველ რიგში, "ნაცმოძრაობას" არ უნდა გაეკეთებინა ეს!

ნიკა მელიას გარეშე "ოცნებასთან" მოლაპარაკების მაგიდასთან არ უნდა დამსხდარიყვნენ და პირველ რიგში, "ნაციონალურ მოძრაობას" არ უნდა გაეკეთებინა ეს!“ - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წევრებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.

ჭიჭინაძის თქმით, „ხალხისთვის უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანის გათავისუფლება გაცილებით დიდი იდეაა, ვიდრე უსამართლო პარლამენტი”.

ნიკა მელიას გარეშე "ოცნებასთან" მოლაპარაკების მაგიდასთან არ უნდა დამსხდარიყვნენ და პირველ რიგში "ნაციონალურ მოძრაობას" არ უნდა გაეკეთებინა ეს!

ეს იყო ოპოზიციის სტრატეგიული შეცდომა, რადგან სწორედ ეს იქნებოდა ოპოზიციის გამარჯვება და ხალხში რწმენის დაბრუნება, რომ ოპოზიციას რეალურად აქვს ამ ხელისუფლების დამარცხების და ცვლილებების ბერკეტი!

მითუმეტეს, რომ ნიკა მელიამ, თავისი კაცობით, საკუთარი თავისუფლების ფასად შექმნა ის მოცემულობა, რომელიც არცერთ პოლიტიკოსს არ შეუქმნია ბოლო დროს და მთელი მსოფლიო ჩართო პროცესში. თორემ გიორგი რურუას და 8 მარტის საკითხი როგორც გაუტარეს, ეგრევე შეირჩინა "ოცნებამ".

არც დახურულ კარს მიღმა ეს დაუსრულებელი მოლაპარაკებები შეიძლება.

რაც ხდება ხალხმა უნდა იცოდეს! ეს არის ხალხის წინაშე ვალდებულება.

ხალხისთვის უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანის გათავისუფლება გაცილებით დიდი იდეაა, ვიდრე სამართლიანი და უსამართლო პარლამენტი”,-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო