ხათუნა ბურკაძე - ამერიკისა და ევროკავშირის ხელშეწყობით უნდა შევძლოთ ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის ევროპული დემოკრატიისკენ

„საქართველო ნატო-სა და ევროკავშირისათვის რეგიონში უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ევროკავშირისა და ნატო-ს მაღალი დონის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები დასტურია იმისა, რომ პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს დასავლურ, ევროპულ მომავალს“, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ამერიკანისტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ, 16-17 მარტს საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ხათუნა ბურკაძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ფარგლებში განხილულ თემებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაზე. მისი თქმით, აღნიშნული ნიშნავს, მეტი ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანს და მის სათანადოდ ათვისებას.

„ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო. ასევე, ხაზი გაუსვა საარჩევნო რეფორმის გაგრძელების მნიშვნელობასა და იმ რეკომენდაციების გათვალისწინებას, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა ხარვეზებთან დაკავშირებით შეიმუშავეს. ამასთანავე, ასოცირების საბჭომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოში პოლიტიკური პროცესების პოლარიზების გაღრმავებაზე და მხარეებს საერთო შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდა.

რაც შეეხება ნატო-ს ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებს, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა საქართველოს წვლილზე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. რუსეთის ფედერაციას კვლავ მოუწოდა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისკენ. ასევე, მან სინანული გამოთქვა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა მხარეების მიერ საერთო გამოსავლის პოვნის აუცილებლობას “, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.

მისივე თქმით, გლობალური კრიზისის პირობებში საქართველოს მოსახლეობა არაერთი გამოწვევის წინაშეა.

„შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში საპარლამენტო მანდატების გამოყენების მნიშვნელობაზე მიანიშნეს. პოლიტიკური პროცესის თითოეულმა მხარემ უნდა იმოქმედოს საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ევოლუციური გზით. მთავარი მიზანი უნდა იყოს ისეთ გადაწყვეტილებაზე შეჯერება, ისეთი დოკუმენტის მიღება, რომელიც ყველაზე უკეთ საქართველოს მოქალაქეების სამართლიან ინტერესებს უზრუნველყოფს. ასევე, აღსანიშნავია, რომ გლობალური კრიზისის პირობებში საქართველოს მოსახლეობა არაერთი გამოწვევის წინაშეა. სწორედ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი დღეს ჯანდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, განათლებისა და სხვა სფეროებში პრობლემების დაძლევა. ამერიკისა და ევროკავშირის ხელშეწყობით უნდა შევძლოთ ერთობლივად ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის ევროპული დემოკრატიისკენ, რომელიც საქართველოს ცივილიზაციური და ღირებულებითი არჩევანის განხორციელებას შესაძლებელს გახდის. ამ არჩევანს კი, მოგეხსენებათ, ნატო-სა და ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა ჰქვია. ეს უნდა შევძლოთ”, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო