ეროვნულ სატყეო სააგენტოს სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა

ეროვნულ სატყეო სააგენტოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „ეკოსერვის“ ფარგლებში, სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა. სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისთვის, ამწე-მანიპულატორი, ბენზოხერხი (14 ცალი), კვადროციკლი, ბაგი (2 ცალი), GPS - მოწყობილობა (7 ცალი) და სპეცტანსაცმელი (ჩაფხუტი, ხელთათმანი, ჟილეტები, ფეხსაცმელი) სატყეო სამსახურების რეგიონულ ოფისებსში გადანაწილდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„პროგრამის ფარგლებში, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, ხე-ტყის დამზადება და სატყეო გზების რეაბილიტაცია განახორციელა. გარდა ამისა, დამატებით დასაქმდა 120 სპეციალისტი, რომლებიც ხანძარსაშიში უბნების მონიტორინგსა და სხვა სატყეო ღონისძიებებში იყვნენ ჩართულები. სპეციალისტთა თანამდებობრივი სარგო სრულად დააფინანსა GIZ -მა“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა.

გასულ წელს, ქვეყნის მასშტაბით, რეგიონული სატყეო სამსახურების ოფისების რებილიტაცია დაიწყო, განახლდა ავტოპარკის ნაწილი და აღჭურვილობა. დღეისათვის, სატყეო სააგენტოს რამდენიმე ათეული სპეცტექნიკა აქვს.

„ტყის ახალი კოდექსის“ ამოქმედების შემდეგ, სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოეწყო. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა ეროვნული სატყეო სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

პროგრამა „ეკოსერვს“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით ახორციელებს.

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
ფესტივალი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ერთი დღით „თბილისი მარიოტის" ღია ეზოში ბრუნდება
ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს
„სინერჯი” „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა
"ტერაბანკი" ბიზნესს მრავალფეროვან სატარიფო პაკეტებს სთავაზობს
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო