საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 23 827 ტესტი ჩატარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 827 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 915 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 912 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 276 796-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.51 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.51 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.37%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 242 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 269 626-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 683 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 164 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 22, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 13, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 461, საიდანაც: 1 434 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 738, აჭარაში - 145, იმერეთში - 264. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 271 პირი, მათ შორის, თბილისში - 125, აჭარაში - 19, იმერეთში - 73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში - 50, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 121 - თბილისში, 26 - აჭარაში. 1 873 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 235 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 81, ხოლო აჭარაში - 27.

სულ 6 ოქტომბრიდან - 18 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 705 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 574 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 845 პირი, აჭარაში - 263, იმერეთში - 739.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება