ალუდა ღუდუშაური - ჩვენი ოპონენტები მორიგ ჯერზე ვერ გასცდნენ ვიწროპარტიულ, პირად ინტერესებიდან ნაკანახევ პოზიციებს და მოლაპარაკება ჩაშალეს

ჩვენი ოპონენტები მორიგ ჯერზე ვერ გასცდნენ ვიწროპარტიულ, პირად ინტერესებიდან ნაკანახევ პოზიციებს და ჩაშალეს მოლაპარაკება, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მათი მხრიდან კომპრომისი მხოლოდ მოლაპარაკებათა მაგიდასთან ყოფნა იყო, რაც აკო მინაშვილმაც დაადასტურა.

"აკო მინაშვილმა ძალიან გულწრფელი აღიარებითი პოზიცია დააფიქსირა, რომ თურმე მათი მხრიდან კომპრომისი ყოფილა ის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. ასეთ ფორმატში როცა გადააქვთ საუბარი და ასეთი აბსურდული წინადადებებით და შეთავაზებებით პოზიციონირებენ, ცხადზე ცხადია, რომ უბრალოდ ვერ მოხერხდებოდა შეთანხმება, რადგან სახელმწიფოს და საზოგადოებას სჭირდება ქმედითი ნაბიჯები, რომ დაძლეული იყოს გამოწვევები. საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმა ნათლად დაინახეს, რომ მაგიდის მეორე მხარეს მსხდომთაგან თურმე კომპრომისი ყოფილა ის, რომ უბრალოდ ისხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან. როცა საუბრობთ პასუხისმგებლობაზე, კარგი იქნება თუ ამ კითხვებს დაუსვამთ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც", - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა ძირითად საკითხებზე შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროგრესი 6 პუნქტიდან მხოლოდ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით იქნა მიღწეული.

როგორც დანიელსონმა ხანგრძლივი აუდიენციის დასრულების შემდეგ განაცხადა, რამდენიმე საკითხზე ნაკლები პროგრესი იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა