ლევან რატიანი 27 წლის ექთანზე - სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა, თუმცა ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში დადებითი ეფექტი არ გაგვაჩნია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კომაში ჩავარდნილი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს შესაბამისი მკურნალობა უტარდება, თუმცა კლინიკურ მაჩვენებლებში დადებითი შედეგი არ არის.

„ამ წუთებში პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობა ანამნეზის მიხედვით გამოწვეულია, სავარაუდოდ, ანაფლიქსაციური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა, მაგრამ დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში არ გაგვაჩნია, ნებისმიერ დროს შეიძლება კვლავ გულის გაჩერებით დასრულეს“, - განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი გუშინ განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს