გია ვოლსკი - ოპოზიციის ულტიმატუმია: ხელისუფლებამ “თავზე ნაცარი წაიყაროს”, აღიაროს, რომ პოლიტპატიმრები არსებობენ, არჩევნები კი იმდენჯერ ჩატარდეს, ვიდრე სააკაშვილი ჩაის პარლამენტის ტრიბუნიდან არ დალევს

არის ულტიმატუმი, რომ ხელისუფლებამ “თავზე ნაცარი წაიყაროს” და აღიაროს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ, ხოლო არჩევნები იმდენჯერ ჩატარდეს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ აირჩევენ და ჩაის პარლამენტის ტრიბუნიდან არ დალევს - ამ ულტიმატუმის მიღმა არაფერი არ დგას, - აღნიშნული განცხადება დღეს ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის თქმით, გუშინ გამართულ შეხვედრაზე თანამდებობების გადანაწილების თაობაზე მსჯელობა არ ყოფილა და საფუძველი არა აქვს იმას, რაც აღნიშნულ საკითხზე შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

"ერთმანეთის დადანაშაულება შეიძლება, მაგრამ საზოგადოება არ არის ბრმა, როგორც ზოგიერთს ჰგონია. ყველა ხედავს რა მოხდა. ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევროკავშირის დროშით რაღაც აქციებს შეუერთდნენ, უნდა დაფიქრდნენ, რა პოზიცია აქვს ევროკავშირს. დაფიქრდნენ იმ დამოკიდებულებაზე, რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს პროცესის მიმართ გააჩნიათ. ვინც ამას სიღრმისეულად გაანალიზებს, ბევრი ადამიანი, ვინც ოპოზიციას უჭრეს მხარს, აქციაში მონაწილეობას გადაიფიქრებს", - განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა გუშინ ძირითად საკითხებზე შეთანხმების გარეშე დასრულდა.

იხილეთ ვიდეო: ოპოზიციის ულტიმატუმია: ხელისუფლებამ “თავზე ნაცარი წაიყაროს” და აღიაროს, რომ პოლიტპატიმრები არსებობენ

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს