სალომე სამადაშვილი - შარლ მიშელს და ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში ადვილი საუბრები არ ჰქონდათ, მაგრამ მიშელი თავშეკავებული იყო კრიტიკისგან და ღარიბაშვილმა ჩათვალა, რომ შეეძლო წელში გასწორებულიყო

ამ შემთხვევაში ძალიან კმაყოფილი დარჩა რუსეთი. გუშინ ჩემთვის გამოჩნდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ინსტრუქციებს მოსკოვიდან იღებს და არა ბრიუსელიდან,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის გამართული მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც სამადაშვილი აცხადებს, მხარეებს შორის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების გამო საქართველო და ქართველი ხალხი დაზარალდა, რადგან შეთანხმება ამომრჩევლის უმრავლესობის დაკვეთა იყო.

„გუშინ ნამდვილად იმედის გამაცრუებელი დღე იყო. ევროპული მხარე დათმობას ორივე მხარისგან მოითხოვდა. ეს დოკუმენტი არ იყო დაწერილი ოპოზიციისთვის. თუ „ქართული ოცნება“ ამ დოკუმენტს ასე უბრალოდ დააუთოვებდა და უარს იტყოდა ყველაფერზე, რაც შეთანხმებას შესაძლებელს გახდიდა, სიმართლე გითხრათ, მიჭირდა ამის წარმოდგენა. ვფიქრობდი, შეიძლებოდა, უფრო ჭკვიანურად წაეყვანათ თავისი საქმე და იმის შანსი მაინც შეექმნათ, რომ ოპოზიციისკენ გაეშვირათ ხელი მოლაპარაკებების წარუმატებლობის თაობაზე. შეიძლება ითქვას, რომ გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ხელის მუხრუჭი ამოსწია და გააჩერა მთლიანად მოლაპარაკებების პროცესი. ჩემი აზრით, საბოლოოდ ამ ყველაფრიდან დაზარალდა ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი იმიტომ, რომ საზოგადოების დაკვეთა ნამდვილად იყო შეთანხმება, ამას ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობა მოელოდა. ამ შემთხვევაში ძალიან კმაყოფილი დარჩა რუსეთი. ჩემთვის გუშინ გამოჩნდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ინსტრუქციებს მოსკოვიდან იღებს და არა ბრიუსელიდან. მიმაჩნია, რომ ბრიუსელში მისი ვიზიტის დროს ბევრად უფრო მკვეთრი განცხადებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, რუსეთს გარკვეულწილად გაურთულებდა ამოცანის განხორციელებას, რაც ევროკავშირის შერცხვენა და იმის მითითება იყო, რომ მათ არ აქვთ საკმარისი პოლიტიკური გავლენა რუსეთის სამეზობლოში. გაიმარჯვა რუსეთმა და დამარცხდა ჩვენი ევროპული ინტერესი“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტს და იქ გაკეთებულ განცხადებებს, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ევროპული მხარე საჯარო კრიტიკისგან თავს იკავებდა, რის გამოც „ღარიბაშვილმა ჩათვალა, რომ შეეძლო წელში გასწორებულიყო“.

„ევროპელი კოლეგები საჯაროდ ხმამაღალ კრიტიკას ერიდებოდნენ. დანამდვილებით ვიცი, რომ შარლ მიშელს და ირაკლი ღარიბაშვილს ადვილი საუბრები არ ჰქონდათ ბრიუსელში, მაგრამ საჯაროდ თვითონ მიშელიც თავშეკავებული იყო კრიტიკისგან და ამან გარკვეულწილად ისეთი როლი ითამაშა, რომ ღარიბაშვილმა ჩათვალა, მას შეეძლო წელში გასწორებულიყო“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

ამასთან, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია დღეს გამართავს შეხვედრებს და სამოქმედო გეგმას დასახავს.

„ოპოზიცია აპირებს, გააგრძელოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება. დღეს ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრები იგეგმება, ვიმსჯელებთ, დავსახავთ სამოქმედო გეგმას, რადგან ცხადია, ის მორატორიუმი, რაც გამოვაცხადეთ მოლაპარაკებების პროცესში, ძალაში ვერ დარჩება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა ძირითად საკითხებზე შეთანხმების გარეშე დასრულდა.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა