გია ხუხაშვილი - ერთადერთი შანსი იყო, რომ თავად ევროპულ მხარეს წარმოედგინა თავისი ვარიანტი და მხარეების იძულება მოეხდინა, როგორც ჩანს, ამისთვის ევროპა მზად არ არის

ერთადერთი შანსი იყო, რომ თავად ევროპულ მხარეს წარმოედგინა თავისი ვარიანტი და მხარეების იძულება მოეხდინა, როგორც ჩანს, ამისთვის ევროპა მზად არ არის - ნიუანსებში რომ შესულიყვნენ, შეიძლებოდა, უფრო მკაცრი ხელი ჰქონოდათ, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ძირითადი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, მაგრამ თავისი წილი პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც აქვს, რადგან ევროპული განხილვის მაგიდაზე საკმარისად წონადი კონტრარგუმენტები ვერ წარადგინეს, „არჩევნების გაყალბება-არ გაყალბების საქმე, გარკვეულწილად რწმენის საკითხად აქციეს“.

„მე არ მინდა, რომ კრიტიკული ვიყო, თუმცა რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ნიუანსებში რომ შესულიყვნენ შეიძლებოდა უფრო მკაცრი ხელი ჰქონოდათ, მაგრამ ამასთანავე მათ ფორმალური საფუძველი სჭირდებოდათ. ის დოკუმენტური მასალა, რაც მათ თვალწინ ედოთ არ იყო საკმარისი ამისთვის. მე მხედველობაში მაქვს, რომ მათ მაგიდაზე დოკუმენტურად მხოლოდ ის დასკვნები ედოთ, რომელიც მათივე სადამკვირვებლო მისიებმა არჩევნებზე წარმოადგინეს. სამწუხაროდ, ამ პერიოდში ოპოზიციამ ევროპული განხილვის მაგიდაზე საკმარისად წონადი კონტრარგუმენტები ვერ წარმოადგინეს, გარკვეულწილად რწმენის საკითხად აქციეს არჩევნების გაყალბება-არ გაყალბების საქმე. ამან ევროპელებს, რომლებიც ხვდებიან, რომ ქვეყანაში სერიოზული კრიზისი ვითარდება, ამ ეტაპზე ვერ შეუქმნა საფუძველი იმისა, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი კატეგორიულად დაეყენებინათ ხელისუფლებისთვის. ასე, რომ აქ თავისი წილი პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც აქვს. ამ თვეების განმავლობაში მათ ბევრი არაფერი გაუკეთებიათ იმისათვის, რომ ცოტა უფრო წონადი არგუმენტები დაედოთ და ეს საკითხი დეკლარირების დონეზე არ დაეტოვებინათ“, - განაცხდა ხუხაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მხარეები კონსტრუქციულად კი არ იყვნენ განწყობილი, არამედ ევროპელი მედიატორის წინაშე კონსტრუქციულობანას თამაშობდნენ

„თავიდანვე „წითელი ხაზები“ ურთიერთგამომრიცხავი იყო, დესტრუქციული და ყველაფერი თამაშს ემსგავსებოდა. მხარეები კონსტრუქციულად კი არ იყვნენ განწყობილი, არამედ თამაშობდნენ კონსტრუქციულობანას ევროპელი მედიატორის წინაშე. ეს ტაქტიკური მანევრირება იყო იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, მოლაპარაკების ნეგატიური შედეგი მოწინააღმდეგე მხარეს დაბრალებოდა. ერთადერთი შანსი იყო, რომ თავად ევროპულ მხარეს წარმოედგინა თავისი ვარიანტი და იძულება მოეხდინა მხარეების, როგორც ჩანს ამისთვის ევროპა მზად არ არის. ბუნებრივია, საუბარი ორმხრივ პასუხისმგებლობაზე არასწორი იქნება, პასუხისმგებელი მთელ ამ პროცესზე და სავალალო მდგომარეობაზე, ძირითადად ხელისუფლებაა, რა თქმა უნდა, ოპოზიციაც უშვებდა შეცდომებს, მაგრამ ძირითადად პასუხისმგებელი ხელისუფლებაა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა ძირითად საკითხებზე შეთანხმების გარეშე დასრულდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა