თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტის განახლება გამოაქვეყნა

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტის განახლება გამოაქვეყნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, განაკვეთის აწევა ეკონომიკის ზრდას არ შეამცირებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გამკაცრების გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ შერბილების ციკლი უფრო ადრე დაიწყება, ვიდრე ეს თიბისი კაპიტალის წინა საბაზო სცენარში იყო გათვალისწინებული.

„ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 17 მარტის შეხვედრაზე, მზარდი ინფლაციური ზეწოლის გამო, საპროცენტო განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით ასწია. საერთაშორისო დონეზე უფრო გავრცელებული ლოგიკით, აღნიშნულს, თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარით, სადაც რეფინანსირების განაკვეთის აწევა გათვალისწინებული არ იყო, ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირება უნდა გამოეწვია. მიუხედავად ამისა, თიბისი კაპიტალი ზრდის მოლოდინს უცვლელად ინარჩუნებს. მიზეზი ისაა, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი და გარკვეულწილად ეკონომიკა, არა ერთ, არამედ სამ ვალუტაში ოპერირებს და ლარში გამკაცრება ევროსა და დოლარში შედარებით შერბილებას ნიშნავს. ამდენად, არ არის აუცილებელი, რომ სესხების ზრდა შემცირდეს. უფრო მეტიც, სტაბილური და/ან გამყარებადი ლარი ხელს შეუწყობს სამომხმარებლო და ბიზნეს განწყობების გაუმჯობესებას და შესაბამისად, სულ მცირე ახლო პერსპექტივაში, ეს უფრო ძლიერი ზრდის სტიმულიც იქნება“, - აღნიშნულია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ლარის გამყარების სცენარის შემთხვევაში, თიბისი კაპიტალი არ პროგნოზირებს, რომ ლარის გამყარება არამდგრადი იქნება, რადგან ლარი ზედმეტად გაუფასურებულია და ასევე, განსაკუთრებით სავალუტო სესხების აღდგენის შემთხვევაში, საგარეო შემოდინებების დანაკლისის დაფინანსება საკმარისზე მეტიც კი შეიძლება იყოს.

„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზის მხრივ, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს საშუალო ვადიან პერსპექტივაში პოლიტიკის შერბილების პროგნოზს. აღნიშნული გამკაცრების გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ შერბილების ციკლი უფრო ადრე დაიწყება, ვიდრე ეს თიბისი კაპიტალის წინა საბაზო სცენარში იყო გათვალისწინებული.

თიბისის მთავარი ეკონომისტის პუბლიკაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე - Tbccapital.ge“, - აღნიშნულია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა