გიორგი მარგველაშვილი - დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად აშშ-ის აქტიური ჩართულობა გვჭირდება

საქართველოს ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად აშშ-ის აქტიური ჩართულობაა საჭირო.

„ველოდები სენატის ქვეკომიტეტის მოსმენას საქართველოს საკითხზე. 3 წლის წინ კონგრესს მივმართე, რომ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მიეღოთ და ჩვენმა კარგმა მეგობრებმა ის კანონპროექტად წარადგინეს. ის დემოკრატიის დაცვითა და გაძლიერების მოწოდებით იწყება. დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად ჩვენ ახლა აშშ-ის აქტიური ჩართულობა გვჭირდება,“ - წერს მარგველაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. თემაზე - „საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა“ -მოსმენა 23 მარტს გაიმართება და მას სენატორი ჯინ შაჰინი უხელმძღვანელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა