ანა დოლიძე ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომის მოწვევას ითხოვს

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძეს მიმართავს, მოიწვიოს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისია, სადაც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ.

როგორც ანა დოლიძე აღნიშნავს, დედაქალაქის საკრებულო, ვალდებულია საზოგადოებას აცნობოს, შესწავლილი აქვთ თუ არა ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობი და რა ინფორმაციას ფლობენ წარმოქმნილ მეწყერთან დაკავშირებით.

ამასთან, როგორც დოლიძე განმარტავს, ქალაქში უპასუხისმგებლო, ფართომასშტაბიანი განაშენიანება მიმდინარეობს

"ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ვაშლიჯვარში და ნუცუბიძის ფერდობთან მიმდებარე ტერიტორიაზე არ ექვემდებარება დავიწყებას და უბრალოდ ხელის გადასმას თითქოს ყველაფერი რიგზეა. ქალაქში მიმდინარეობს უპასუხისმგებლო განაშენიანება, რასაც თან ერთვის კორუფციული ინტერესი მერიის ჩინოვნიკების მხრიდან. ამ განაშენიანების უკან არის დიდი ფული, რომელსაც ჩინოვნიკები აკეთებენ და არ სდევს პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის და უბნების მიმართ.

დღეს მივმართავ წერილობით საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიას, კეთილი ინებონ, მათ შორის, საკრებულოს ოპოზიციის წევრებმა რომ შეიკრიბონ და უსწრაფესად დადონ დასკვნა, რა მოხდა, რითია გამოწვეული ნაპრალი, რა ტიპის საშიშროება ემუქრება მოსახლეობას", - აცხადებს დოლიძე.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო