ნათია თურნავა - ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული ზრდა მიგვანიშნებს, რომ პანდემიასთან ბრძოლის ფონზე ეკონომიკის გამოცოცხლება იწყება

თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული ზრდა არის პირველი ნიშანი, რომ, ვაქცინაციის ფონზე და კოვიდთან ბრძოლის ფონზე ვიწყებთ ეკონომიკის გაჯანსაღებას და 2021 წელი ნამდვილად იქნება ეკონომიკის გამოცოცხლების წელი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, თებერვალში მთლიანი ექსპორტი 2.9%-ით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, - 23.3%-ით გაიზარდა.

მინისტრის ინფორმაციით, თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ორნიშნა ზრდა ძირითადად ორი კომპონენტს - სოფლის მეურნეობის პროდუქციას და სამთო-გადამამუშავებელი დარგის პროდუქციას უკავშირდება.

„იწყება ეკონომიკის გამოცოცხლება და როგორც ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, საქართველო იქნება ლიდერი რეგიონში გაჯანსაღების ტემპის მიხედვით“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 2.9 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 270.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ზრდა ადგილობრივი ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული - 2021 წლის თებერვალში ადგილობრივი ექსპორტი ( რეექსპორტის გარეშე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 23.3 პროცენტით გაიზარდა და 202.6 მლნ. აშშ დოლარი - მთლიანი ექსპორტის 75.0 პროცენტი შეადგინა.

ამავე პერიოდისათვის იმპორტი 12.2 პროცენტით შემცირდა და 618.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. თებერვალში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება როგორც 2020 წლის, ასევე 2019 წლის თებერვლის (პანდემიამდე) მონაცემს. შესაბამისად, სავაჭრო დეფიციტი 93.5 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა და 347.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს