გიორგი ვაშაძე - არ ვაპირებ ამას შევეგუო - 0.001% არ არსებობს შანსი, ჩვენმა პარტნიორებმა ხელი ოპოზიციისკენ გაიშვირონ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციასთან საერთო შეთანხმების დოკუმენტი არ მისულა და “ქართულმა ოცნებამ” მედიატორებთან ისეთი პირობები დააყენა, რომ ეს საკითხი არც კი დაძრულა.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ევროპულმა მხარემ მმართველი გუნდის პოზიციები არასამართლიანად ჩათვალა და არ არსებობს შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკებების პროცესში, პარტნიორებმა ხელი ოპოზიციისკენ გაიშვირონ.

“ქართულმა ოცნებამ” დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას. იმდენად არაადეკვატურად იქცეოდა “ქართული ოცნება”, რომ ოპოზიციამდე შეთანხმების დოკუმენტი არ მოსულა. ისეთი პირობები დააყენა ევროპელ კოლეგებთან, რომ საერთოდ არც კი დაძრულა ეს საკითხი, იმდენად არასამართლიანად, ევროპულ და დემოკრატიულ სტანდარტებთან მიუღებლად ჩათვალა ევროპულმა მხარემ ის პოზიციები, რომელიც “ქართულ ოცნებას” ჰქონდა. “ქართულმა ოცნებამ” ამით აჩვენა, რომ აინტერესებს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება. მან ძალიან ცუდად გამოიყენა შარლ მიშელის სახელი და დიდი დარტყმა მიაყენა ევროპულ პერსპექტივას. საკითხები, რომელიც მიშელმა ჩამოწერა, რაზეც თანხმობა მისცა “ოცნებამ” და გადასცა მანდატი მედიაციის, ყველა ეს საკითხი უნდა ყოფილიყო დოკუმენტში, მაგრამ შეიცვალა “ქართული ოცნების” პოზიციები და გონიათ, რომ მიშელთან ურთიერთობაც თამაშია. ჩათვალა, რომ შეუძლია საზოგადოებას თავზე ნაცარი დააყაროს და მოატყუოს.

არ ვაპირებ ამას შევეგუო და „ქართულ ოცნებას“ ჩავაბარო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა. სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გავაკეთებ ყველაფერს, რომ საქართველო დადგეს ნორმალური განვითარების გზაზე. ჩვენთან ოპოზიციასთან, საერთო შეთანხმების დოკუმენტი, ტექსტი საბოლოო ვერსიასთან მიახლოებული არ მოსულა, იმდენად დესტრუქციული პოზიცია ჰქონდა “ქართულ ოცნებას”. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს იტყვიან ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც და იქნება შესაბამისი რეაგირება, რომელიც უკვე დაიწყო. “ქართული ოცნება” გადაიხდის დიდ ფასს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი არცერთი პარტნიორი ხელს არ აიღებს საქართველოს ევროპული პერსპექტივიდან.

0.001 % არ არსებობს შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენმა პარტნიორებმა ხელი ოპოზიცისკენ გაიშვირონ“, - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა